გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე: ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური შეფასება და ასახავს რეალობას

“ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური შეფასება ამ პროცესთან მიმართებით და ასახავს რეალობას”,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარწმუნდნენ იმაში, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ის განცხადებები, რომელიც ინსტიტუციის წინააღმდეგ ისმოდა, იყო უსაფუძვლო და ემსახურებოდა მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირებას იმის თაობაზე, რომ ინსტიტუციასთან მიმართებით გარკვეული უნდობლობა შეიქმნას და ინსტიტუციისა და კომისიის აფილირება განხორციელდეს მმართველ პარტიასთან და ამით წარმოჩინდეს, რომ თითქოს ინსტიტუცია არის მიკერძოებული“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები