მარკ რუტე: ნატოს მოკავშირეებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ პუტინის ბირთვულ მუქარას

ნატოს მოკავშირეებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ პუტინის ბირთვულ მუქარას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა მიაქციონ თუ არა ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის ბირთვულ მუქარას ყურადღება, რუტემ ხაზგასმით უპასუხა: „არა, ეს არ ღირს და ისინი ყურადღებას არ აქცევენ“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების ყოველწლიური ბირთვული წვრთნები, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება, მკაფიო გზავნილს უგზავნის მოწინააღმდეგეებს, „რომ მზად ვართ… ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს“.

„ნატო ძლიერია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდეთ. გვაქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია ნატოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. ჩვენ არასოდეს შეგვაშინებს ვინმე ნატოს მიღმა, რომელიც შეეცდება, დაგვემუქროს. ეს უსარგებლოა, სჯობს მან (პუტინმა) შეწყვიტოს ეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მარკ რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები