ირაკლი ზარქუა: უსამშობლოებს, რომლებიც გარე დირექტივებით იმართებიან და სხვადასხვა ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ, საქართველოში გასაქანი არასდროს ექნებათ

“უსამშობლოებს, რომლებიც გარე დირექტივებით იმართებიან და სხვადასხვა ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ, ბუნებრივია, საქართველოში გასაქანი არასდროს ექნებათ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ, რას წარმოადგენს.

„მიდგომა აქვთ ასეთი – იციან რა, მწვალებელთა პარტია, მთავარი რომელიც იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ კაციშვილს არ აინტერესებს. შესაბამისად, აქცენტი კეთდება, ახალი უსამშობლოები გამოძერწეს. ერთი არის – გახარიას, მოღალატეების, პარტია, თვითონ ლიდერი ჰყავთ ასეთი, რადგან ძნელ ჟამს გუნდს უღალატა და გადადგა სამარცხვინო მიზეზით, ხოლო მეორე აქეთ – ხანდაზმული თაღლითები. ისინი ხალხს არ ხვდებიან, შეხვედრა არ აქვთ. კონცერტი ჩაატარა ხაზარაძის პარტიამ, რამდენი დახარჯა და 10 კაცი არ იდგა წალენჯიხელი. კადრებს განახებთ, 10 კაცი არ დგას წალენჯიხელი! სულ 200 კაცი მივიდა და შესაბამისად, 10 კაცი წალენჯიხელი არ იყო! ეს იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებამ კარგად უწყის, ვინ, რას წარმოადგენს. უსამშობლოებს, რომლებიც გარე დირექტივებით იმართებიან და სხვადასხვა ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ, ბუნებრივია, საქართველოში გასაქანი არასდროს ექნებათ“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები