„თბილისობა“ 25-26 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა 2014“, 25-26 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, დონორებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ღონისძიებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საორგანიზაციო ჯგუფი უკვე 1 თვეა მუშაობს და მისი პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო ჯგუფი ხვალ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს და კონკრეტულ დეტალებს დააზუსტებს, რის შემდეგაც სადღესასწაულო პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.