მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ,- ასე აფასებს ევროპარლამენტის რეზოლუციას უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ეს რეზოლუციები გარე ჩარევების კიდევ ერთი მაგალითია.
„მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ. ჩვენ ამ რეზოლუციაში უკვე ვიხილეთ, ფაქტობრივად, ევროპარლამენტარების ლუსტრირება.
ჩვენ მოგვიწოდებდნენ, მიგვითითებდნენ, რომ მიგვეღო ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას.