კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი დიქტატორული მანერა არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან ყოფილა, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია.

„გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და  გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები