“სიმართლით, ღირსებით დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს და დარწმუნებულები ვართ,  ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და პროგრესს ხელს” – იონათამიშვილი

„გარე ძალები რომ აქტიურად და უხეშად მოქმედებენ, ეს დღითი დღე მტკიცდება. პირველ რიგში აქ აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, რომელიც, ფაქტობრივად, ძალადობრივი გადატრიალებისა და საქართველოს განადგურების სცენარია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“რას ვუპირისპირებთ ჩვენ? ჩვენ ვუპირისპირებთ ღირსებას, რასაკვირველია და სიმართლეს, რომლის სამსახურშიც ვართ. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ერთადერთი გულწრფელი პარტია, რომელიც საზოგადოებას ესაუბრება იმ ენაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და სთავაზობს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის ყველაზე კონკრეტულ გზებს, ეს არის „ქართული ოცნება“. სხვა არც ერთი პარტია არც ერთი საკითხის გადაჭრის გზა არ სთავაზობს. ისინი ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, აგვირჩიეთ, რათა საქართველო გავხვიოთ ომში. ეს არის, მოკლედ რომ შევაფასოთ მთელი რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო პერიპეტიების დევიზიც, შინაარსიც, თავი და ბოლოც.

შესაბამისად, ჩვენ სიმართლით, ღირსებით დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს და დარწმუნებული ვართ, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და პროგრესს ხელს, რათა ჩვენ ავიხდინოთ ჩვენი ქართული ოცნება“, – განაცხადა  იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები