“მამუკა მდინარაძის ბრიფინგი იყო მხილება იმ აგენტურის, რომელსაც მიზნად დაუსახავს ჩვენი ქვეყნის განადგურება” – იონათამიშვილი

“მამუკა მდინარაძის ბრიფინგი იყო მხილება იმ აგენტურის, რომელსაც მიზნად დაუსახავს ჩვენი ქვეყნის განადგურება და ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითქოს ისინი არ წარმოადგენენ აგენტურას, რომელი ერთი მთლიანი ორგანიზმი არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, “ჩვენი ვალდებულებაა,ვამხილოთ ისინი, ვამხილოთ მათი რეალური მიზნები, ამოცანები, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება”.

„ცხადია „ნაციონალური მოძრაობა“ იცის ჩვენმა საზოგადოებამ და დიდი ხანია, ვერდიქტი უკვე გამოუტანა მაგრამ არიან ეს აქტორები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან სინამდვილეში არც სააკაშვილისგან, არც ადეიშვილისგან, არც გვარამიასგან და არც ამ მთლიან კრიმინალური სინდიკატისგან. მაგრამ ცდილობენ შეფუთონ თავიანთი თავი ისე თითქოს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წაგრძელებებს არ განასახიერებენ. ეს არის პირველ რიგში ხაზარაძეები და გახარიები კრებითად, რომ ვთქვათ. მაგრამ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ვერ შეძლებენ ვერასდროს მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი მსგავსი ადამიანების მიმართ. ადვილად შეუძლია მათი გამოცნობა და მიხვედრა მათი მიზნების. 26 ოქტომბერი იქნება ეროვნული დღე და ჩვენი საზოგადოება, ეროვნული არჩევანით ძალიან ღიად დააფიქსირებს, რომ უარს ეუბნება აგენტურას და ირჩევს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები