პუტინი სანქციების შედეგად დაზარალებულ კომპანიებს დაეხმარება (ვიდეო)
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს გაუწევს დახმარებას, რომელთა მიმართ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.
„სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს სექტორებს და კომპანიებს, რომლებსაც უსამართლო სანქციები შეეხოთ. გარდა ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა დავეხმარებით მათ კაპიტალის გაზრდაში, ვგულისხმობთ, პირველ რიგში, საფინანსო დაწესებულებებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამართლებრივ ბაზაში ფედერალურ და რეგიონულ დონეებზე სერიოზული ცვლილებებია შეტანილი, მოხსნილია დაბრკოლებები, ოპტიმიზირებულია ადმინისტრაციული პროცედურები.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VSvaxcFTmg4″ width=”560″ height=”315″]