“რადიკალმა ოპოზიციონერებმა რა მიმართულებითაც უნდა ისაუბრონ, იმ მწვალებელ და მტანჯავ სააკაშვილთან მიდიან, რომელმაც ქვეყანა კინაღამ დაღუპა 2012 წლამდე” – მათიკაშვილი

“რადიკალმა ოპოზიციონერებმა რა მიმართულებითაც უნდა ისაუბრონ, საბოლოოდ, იმ მწვალებელ და მტანჯავ სააკაშვილთან მიდიან, რომელმაც ქვეყანა კინაღამ დაღუპა და დაანგრია 2012 წლამდე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, ვინ არის გიორგი გახარია და რა ძალებს ემსახურება.

“მე პირადად გახლდით იმ უმრავლესობის შეკრებაზე, როდესაც გახარია, ჯერ კიდევ პრემიერის რანგში, იქ მყოფ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება იყო აუცილებელი, ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა აუცილებლად პარლამენტს და შემდგომ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

შემდეგ ორ დღეში ეს ადამიანი გადადგა, რადგან ჩათვალა, რომ ეს დაკავება იქნებოდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, სინამდვილეში ღალატის და ანტისახელმწიფოებრივი სახის ქმედება თავად ჩაიდინა და იმ გაანგარიშებით, რომ რაღაც დროს მოიგებდნენ და ორ დღეს ითხოვდა მაღალი ალბათობით სააკაშვილის შემოსაპარად საქართველოში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აღქმა ყოფილიყო ისეთი, თითქოს სახელმწიფო ორგანოები ვერ მოქმედებდნენ კარგად და ამით ესარგებლათ რადიკალებს და ამის მეშვეობით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და რევოლუციები მოეწყოთ.

რაც შეეხება ძალებს, თუ საიდან იღებს დავალებებს როგორც გახარია, ასევე ხაზარაძე, ასევე გვარამია და სააკაშვილი, ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებსაც მშვიდობა არ სურთ და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს, ეს რადიკალური ძალები ვისგანაც იღებენ დავალებებს, იგივესგან იღებს გახარიაც დავალებებს, ამათ ჩვენ ასეთი საერთო სახელი მოვუფიქრეთ – გლობალური ომის პარტია,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები