მათიკაშვილი – ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის არა კონკრეტული საჩუქარი, რომელიც ბრიუსელისგან მივიღეთ, არამედ იმის შედეგია, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპასა და ევროკავშირთან დაახლოებულიყო

“ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ქართველების და საქართველოს ევროპულობის შემადგენელი ნაწილი ვიზალიბერალიზაციით არ განისაზღვრება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, “ეს არის არა კონკრეტული საჩუქარი, რომელიც ბრიუსელისგან მივიღეთ, არამედ იმის შედეგია, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპასა და ევროკავშირთან დაახლოებულიყო”.

“შანტაჟის იარაღად და შანტაჟის ინსტრუმენტად ამ საკითხს ნურავინ გამოიყენებს ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის დაშანტაჟებას ნურავინ ნუ მოინდომებს. ეს არ არის ის გზა, რომელიც ამ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ და დაახლოებისკენ მიიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. არჩევნები ჩატარდება საქართველოში, არჩევნები იქნება შეერთებულ შტატებშიც, დასრულდება ომი უკრაინაში და ბევრი რამ შეიცვლება და ეს ურთიერთობებიც გადაფასდება,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები