პეკინმა ჰონგ-კონგის ხელმძღვენელს დაუჭირა მხარი
ჩინეთის სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლიან ჩჟენიინს მხარი დაუჭირეს და აქციების მონაწილეები ქაოსის მოწყობაში დაადანაშაულეს.
ეს მხარდაჭერა ჩინეთის ხელისუფლების პოზიციას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ლიან ჩჟენიინს რამდენიმე საათი დარჩა იმისთვის, რომ მომიტინგეების მოთხოვნით, თანამდებობა დატოვოს. დემონსტრანტებმა ლიან ჩჟენიინს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დასატოვებლად დრო ღამის 12 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები სამთავრობო შენობის ოკუპირებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ხელისუფალთა აზრით, ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა პეკინის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებისგან უნდა იყოს არჩეული, რაც პროტესტანტებისთვის მიუღებელია.