ირაკლი კირცხალია: ქართველმა ხალხმა შეიგრძნო, თუ რას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქვეყანა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„ქართველმა ხალხმა შეიგრძნო, თუ რას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქვეყანა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართველმა ხალხმა შეიგრძნო რეალურად, თუ რას ნიშნავს ღირსეული ყოფა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ასე, რომ აი, ეს კვლევები, პროცენტები, რაც ასახულია ამ უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ რეპუტაციულ კვლევაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუთითებს იმ დაკვეთას, რა დაკვეთასაც პირნათლად, 2012 წლიდან ასრულებდა „ქართული ოცნება“ და დამერწმუნეთ, მომავალშიც შეასრულებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები