მამუკა მდინარაძე: კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანია, კომპრომატირებული და რეპუტაცია შელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას

,,სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან ,,ნაციონალური მოძრაობისგან” და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კოლექტიური აგენტურის მთავარ მიზანს, საზოგადოების თვალში რეპუტაცია შელახული „ნაცმოძრაობის“ მიღმა პოლიტიკური ძალის შექმნა და ამით საზოგადოების მოტყუება წარმოადგენს.

„ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანია, საზოგადოების თვალში კომპრომატირებული და რეპუტაცია შელახული ნაციონალური მოძრაობის მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას.

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები