სერბეთის ვიცე-პრემიერი: საქართველოს მსგავსად, სერბეთმა უცხოური გავლენის შესახებ კანონი უნდა მიიღოს

სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთმა, საქართველოს მსგავსად, კანონი უცხოური გავლენის შესახებ უნდა მიიღოს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ნაკადები გააკონტროლოს.

„ჩვენ, სინამდვილეში, ვთვლით, რომ ფერადი რევოლუციები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, სერბეთში ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც გააკეთეს საქართველოში – მიიღეს კანონი, რომლის წყალობითაც არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლდება“, – განაცხადა ვულინმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ფერადი რევოლუციების დაფინანსებისა და ორგანიზების არხებს წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები