“სალომე ზურაბიშვილი რაღაც როლშია, რომლის სცენარიც თვითონ მოიფიქრა და აიყოლია სხვა მსახიობები” – იაგო ხვიჩია

“სალომე ზურაბიშვილი რაღაც როლშია, რომლის სცენარიც თვითონ მოიფიქრა და აიყოლია სხვა მსახიობები, რომლებიც მას პერმანენტულად აკითხავენ, უცნაურ საკითხებზე მსჯელობენ, რომლის შედეგადაც არაფერი იცვლება და ყველაფერი იმავენაირად გრძელდება”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ეს შეხვედრები ემსახურება პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი ჭიის გახარებას”.

„ადამიანებს თავიანთი გართობა აქვთ მოწყობილი, ვიდრე პრეზიდენტია, ცოტ ხანი ჯერ კიდევ დარჩენილია, კარგი სასახლე აქვს, კარგ ფართებს აწყობენ და ერთმანეთთან ჭორაობა უხარიათ. გარეთ ხვდებიან ჟურნალისტებიც, უსვამენ კითხვებს, თითქოს ეს ხალხი რამე საქმეზეა შეკრებილი და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თავადაც მნიშვნელოვან ადამიანებად გრძნობენ თავს და საკუთარ ჭიას მეტად ახარებენ. ეს შეხვედრები ემსახურება პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი ჭიის გახარებას, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური აქტორებისგან წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას, იქნებ ხალხმა პრეზიდენტის ხათრით და სიყვარულით მაინც დაუჭიროთ მხარი, როგორც პრეზიდენტის დამჯერ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები