გურამ მაჭარაშვილი: რასაც ჩვენ ვამბობდით, ზუსტად იგივე დაწერეს რეზოლუციის პროექტში

,,ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„რეზოლუციის პროექტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ციხიდან და თავად ამბობენ, რომ ის ომს დაიწყებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდეს და ლგბტ პროპაგანდის კანონი უნდა გაუქმდეს, ასევე სანქციები დაუწესდეს რუსეთს. ერთის მხრივ, „კარგია“ ეს რეზოლუციის პროექტი, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზუსტად იგივე დაწერეს რეზოლუციის პროექტში და პრაქტიკულად გამყარდა ის აზრი, და საზოგადოება აღარ შევა შეცდომაში, რომ ეს უცხოური ძალა და ოპოზიცია ითხოვს ქვეყანაში ომს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა – დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც “საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები