გიორგი ძიგუა: მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შევხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას

მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

„დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას. შესაბამისად მინისტრის აპარატის ყველა სამსახური, დღეიდან აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოვახდენთ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას“, – განაცხადა გიორგი ძიგუამ.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მინისტრებს დროებით დევნილ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები