საგამოძიებო სამსახურმა მცხეთის ყოფილი გამგებელი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ 2008 წლის მარტის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 494 660 ლარს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JF7Vk7NDHYc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები