გიორგი ვაშაძე: საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება

,,საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, მხოლოდ ერთიანობით შეიძლება გამარჯვების დაჩქარება.

„მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება და საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდელს, ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს, გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბევრმა პატრიოტმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა მე გავდივარ და გადიან ჩემი მეგობრები, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში არიან, „სინდისის პატიმრებიც“. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია…

ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

მინდა მივმართო საზოგადოებას: ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავაჩქაროთ გამარჯვება“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები