გია აბაშიძე: რომელ დემოკრატიულ და კეთილსინდისიერ პარტნიორობაში ჯდება ის სიმახინჯე, რაც ევროჩინოსნების მხრიდან ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ყულაბიდან საქართველოში ფინანსდება? კერძოდ, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი
,,პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთგზის საჯაროდ თქვეს საზოგადოების სათქმელი, რომ ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევებს ბლოკიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროკრატია დაშორდა ევროპულ ფასეულობებს საკუთარ პოლიტიკურ სივრცეშიც ანტიდემეკორატიული პროცესების გაუგონარი წაქეზებით და ასპირანტ ქვეყნებსაც ექცევა ნეოკოლონიალისტური მიდგომით. ასე ევროკავშირი ვერანაირად წავა შორს, მით უმეტეს, როცა უდიდესი საერთაშორისო გამოწვევებია, ევრობლოკში შფოთი და რეცესიაა და გეოპოლიტიკურად, ევროგაერთიანება უხერხემლო სუბიექტად განმტკიცდა. მოკავშირეებთან ურთიერთობის შედუღაბების ნაცვლად, მიმდინარეობს მათთან გაუცხოება ბრიუსელის უგუნური გადაწყვეტილებებით.
„ეფექტიანობა იზომება ფაქტობრივი შედეგების დასახულ მიზნებთან ან ამოცანებთან შედარებით. ევროკრატიული შეტევა საქართველოზე, რადიკალების მხარდაჭერა ასტრონომიულად ამცირებს ევროკავშირისადმი ქართველთა კეთილგანწყობას და ეს ბრიუსელისთვის ეფექტიანი პოლიტიკაა?
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთგზის საჯაროდ თქვეს საზოგადოების სათქმელი, რომ ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევებს ბლოკიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.
რომელ დემოკრატიულ და კეთილსინდისიერ პარტნიორობაში ჯდება ის სიმახინჯე, რაც ევროჩინოსნების მხრიდან ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ყულაბიდან საქართველოში ფინანსდება? კერძოდ:
▪️პროპაგანდა და დეზინფორმაცია;
▪️სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა;
▪️პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.
პასუხად ვხედავთ უსინდისო დამუნათებას, კანონიერი ხელისუფლების დელიგიტიმაციის თავხედურ მცდელობებს და ბრიუსელის მხრიდან ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებიდან – როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა – უპრეცედენტო გადახვევას.
ევროკრატია დაშორდა ევროპულ ფასეულობებს საკუთარ პოლიტიკურ სივრცეშიც ანტიდემეკორატიული პროცესების გაუგონარი წაქეზებით და ასპირანტ ქვეყნებსაც ექცევა ნეოკოლონიალისტური მიდგომით. ასე ევროკავშირი ვერანაირად წავა შორს, მით უმეტეს, როცა უდიდესი საერთაშორისო გამოწვევებია, ევრობლოკში შფოთი და რეცესიაა და გეოპოლიტიკურად, ევროგაერთიანება უხერხემლო სუბიექტად განმტკიცდა. მოკავშირეებთან ურთიერთობის შედუღაბების ნაცვლად, მიმდინარეობს მათთან გაუცხოება ბრიუსელის უგუნური გადაწყვეტილებებით.
გლობალური ცვლილებების საათი კი იმაზე უფრო მეტად აჩქარებულია, ვიდრე ეს არაშორსმჭვრეტელ ევრობიუროკრატებს ჰგონიათ.“ – წერს აბაშიძე.