პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს ელოდებიან – ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის ანგარიშს წარუდგენს
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს ელოდებიან.
ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის ანგარიშს წარუდგენს.
პლენარული სხდომა ამ წუთებში იწყება.
ანგარიშში მთავარი საკითხებია ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმი გაგრძელდება.