ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ და ვიღებთ ბრიუსელიდან, აშკარად სცდება მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას – აღარაფერს ვამბობთ იმ დამოკიდებულებაზე, რაც კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს
,,ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ და ვიღებთ ბრიუსელიდან, აშკარად სცდება მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას – აღარაფერს ვამბობთ იმ დამოკიდებულებაზე, რაც კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს”,- ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ბრიუსელს სამწუხაროდ კანდიდატ ქვეყანასთან აბსოლუტურად უსამართლოდ თავდასხმის ტაქტიკა აქვს არჩეული
„ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ და ვიღებთ ბრიუსელიდან, აშკარად სცდება მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას – აღარაფერს ვამბობთ იმ დამოკიდებულებაზე, რაც კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ბრიუსელს სამწუხაროდ კანდიდატ ქვეყანასთან აბსოლუტურად უსამართლოდ თავდასხმის ტაქტიკა აქვს არჩეული. ეს კი როგორც ჩანს საქართველოში რადიკალური ძალების მხარდაჭერის გარდა, მთლიანობაში ბრიუსელის მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებას ემსახურება. მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მიერ მიზანმიმართულად კეთდება.“ – წერს ნიკოლეიშვილი.