ზაალ ანჯაფარიძე: არ მგონია, რომ ევროკავშირი Deep State-ს ხელდასმული მისი ამჟამინდელი პოლიტელიტებით, მალე დაუბრუნდეს იმ ევროპულ ღირებულებებს რომლებიც თუნდაც 20-ე საუკუნის ევროპულ კინემატოგრაფში აისახა
,,ხედავენ ბრიუსელში, რომ საქართველო ის “თამრო” აღარ არის რაც სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” დროს იყო და რომლებთანაც იმდენად გაუხანგრძლივდათ “თაფლობის თვე,” რომ ლოგინიდან წამოდგომაც კი არ უნდოდათ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქმე სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან აქვთ, რომელიც მათ სხვა ენაზე ესაუბრება. ბევრი ჩვენგანი მეტ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ითხოვს.
„ხედავენ ბრიუსელში, რომ საქართველო ის “თამრო” აღარ არის რაც სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” დროს იყო და რომლებთანაც იმდენად გაუხანგრძლივდათ “თაფლობის თვე,” რომ ლოგინიდან წამოდგომაც კი არ უნდოდათ.
ახლა ხედავენ, რომ საქმე სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან აქვთ, რომელიც მათ სხვა ენაზე ესაუბრება. ისიც მესმის, რომ ბევრი ჩვენგანი მეტ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ითხოვს.
მე არ მგონია, რომ ევროკავშირი Deep State-ს მისი ამჟამინდელი პოლიტელიტებით, მალე დაუბრუნდეს იმ ევროპულ ღირებულებებს რომლებიც თუნდაც 20-ე საუკუნის ევროპულ კინემატოგრაფში აისახა.“ – წერს ანჯაფარიძე.
პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს ელოდებიან – ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის ანგარიშს წარუდგენს
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს ელოდებიან.
ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის ანგარიშს წარუდგენს.
პლენარული სხდომა ამ წუთებში იწყება.
ანგარიშში მთავარი საკითხებია ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმი გაგრძელდება.