კატარის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკულ ბაზაზე ირანის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს

კატარის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამერიკულ ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, – ამის შესახებ კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად მოსახლეობაში არავინ დაშავებულა.

საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კატარში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, შემდგომ შეტყობინებამდე თავი თავშესაფრებს შეაფარონ.

„ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩაახშეს ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა. შეიარაღებული ძალების კოორდინირებული მუშაობისა და მიღებული სიფრთხილის ზომების წყალობით, ინციდენტს მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, კატარის თავდაცვის უწყება ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებსა და უცხოელებს ურჩევს, დაიცვან ოფიციალური ინსტრუქციები და ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები