ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
„თავდაცვის სისტემები საფრთხის გასანეიტრალებლად მუშაობენ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანმა მხოლოდ ერთი რაკეტა გაუშვა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის იერიშის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრების დატოვება უკვე შეუძლია.