“ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა” – ნეთანიაჰუს ოფისი განცხადებას ავრცელებს

“ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა”, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. მან ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში.

ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები