ირანის სულიერი ლიდერი – “ისრაელზე თავდასხმა მინიმალური სასჯელია”
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს, რა დროსაც ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, კანონიერი უწოდა,- აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ხამენეის თქმით, ეს იყო მინიმალური სასჯელი, რომელიც ისრაელმა თავისი დანაშაულებისთვის მიიღო.
ხამენეიმ მეჩეთში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ისრაელის რეჟიმი ვამპირია, აშშ კი, ცოფიანი ძაღლი.
„თეირანი ისრაელის წინააღმდეგ ძალითა და სიმტკიცით იმოქმედებს, ეს არ გაჭიანურდება, ირანი არ ყოყმანობს“, – აღნიშნა ხამენეიმ.