ვოლფრამ ზენგერ ვაისი: საქართველოში ბიზნეს გარემო უბრალოდ შესანიშნავია და ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა Gebrüder Weiss-ისთვის. ჩვენ 25 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ. თავიდან, საქართველოში საქმიანობის დაწყება არ იყო იოლი. თუმცა, ჩვენ ვენდეთ საქართველოს და მის მთავრობას და ამან გაამართლა. ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ბიზნესგარემო უბრალოდ შესანიშნავია. ამიტომ, გაფართოების შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის,” – განაცხადა კომპანიის Gebrüder Weiss – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ ვაისმა თბილისში, Gebrüder Weiss – ის ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

როგორც ვოლფრამ ზენგერ ვაისმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური ვითარება პოზიტიურია. გარდა ამისა, მისი თქმით, საყურადღებოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან საქართველოდან ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზარზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე. „ამიტომაც განვათავსეთ საქართველოში ჩვენი ბიზნესი. ეს ის გარემოებებია, რომლებმაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში პირველი ინვესტირება და შემდგომი გაფართოება, რამაც აბსოლუტურად გაამართლა,” – აღნიშნა Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები