მაშველებმა მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

მაშველებმა ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ბორანი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იყო ჩარჩენილი.​ ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებდა მოძრაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები