“ყველა ქვეყანაში სადაც საქართველოს საელჩო აქვს, შესაბამისი უბნებია გახსნილი” – მათიკაშვილი

“ყველა ქვეყანაში სადაც საქართველოს საელჩო აქვს, შესაბამისი უბნებია გახსნილი. ეს ყველაფერი რეგულირდება კანონის ზედმიწევნით დაცვით”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, “ეს ვითომ ე.წ. მიზეზები იმდენად თითიდან გამოწოვილია და იმდენად კარგად ჩანს არსებული მოცემულობა, რომ ამ ფანდებით და პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ“.

“როცა 27 ოქტომბერი დადგება და გაიაზრებენ, რომ საბოლოოდ დამარცხდნენ ქართულ პოლიტიკურ არენაზე, [ეცდებიან] სიტუაციის ადუღებისკენ და პროვოკაციების მოწყობისკენ ხალხს გადაადგმევინონ ნაბიჯი. ამით ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ უდასტურებენ, როგორი უსუსურია ოპოზიცია და როგორ ცდილობენ ტყუილებით არგუმენტების შექმნას. რა ფასი ექნება დამკვირვებლის შეფასებაში ამ სისულელის აღწერას, რომელიც საერთოდ აცდენილია საქმის არსს. იმაზე უფრო მკვეთრად როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს თავისი პოლიტიკური გემოვნება, თუ არა იმით, რომ შესწიროს თანხა პოლიტიკურ პარტიას და როდესაც ასეთი პირებით არის დაკომპლექტებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მის ობიექტურობაზე კითხვის ნიშანიც ზედმეტი მგონია, საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი გასაგებია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები