,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი – ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი – ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები