ნინო წილოსანი: დღევანდელი დღე ძალიან სევდიანია – დარწმუნებული ვარ, ამ გამყოფი ხაზის იქით, ჩვენმა დებმა და ძმებმა იციან, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს

,,დღევანდელი დღე ძალიან სევდიანია, უამრავი ტკივილია დაკავშირებული ამ დღესთან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილია, მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ მშვიდობის მნიშვნელობა განსაკუთრებით სამეგრელოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და მთლიანად ქართველმა ერმა ძალიან კარგად ვიცით. დარწმუნებული ვარ, ამ გამყოფი ხაზის იქით, ჩვენმა დებმა და ძმებმა იციან, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები