ოკუპანტებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვასილ სალამაშვილი 24 სექტემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო დააკავეს.

43 წლის მამაკაცის გათავისუფლების მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე ქართულ მხარეს დაჯარიმების გარეშე გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები