ბაჩო ახალაიას პროცესი 18 თებერვალს გაიმართება

  სააპელაციო სასამართლოში ე. წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად გამართლებულების სასამართლო პროცესი 18 თებერვალს, 14:00 საათზე გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა იგეგმება. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლომ 7 სპეცრაზმელის იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე წამების საქმეზე ბაჩო ახალაია და 8 პირი გაამართლა.
ბაჩო ახალაიასთნ ერთად ბრალდებულები არიან შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები: მამუკა აბაშიძე, რობერტ ხურციძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით ვეკუა და დავით ჩუბინიძე. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩო ახალაიამ 7 სპეცრაზმელის წამების დავალება მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გასცა. დაცვის მხარის მტკიცებით კი სპეცრაზმელებს ჩაუტარდათ ე.წ. რეინჯერის კურსი და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები