2 წლის წინ დასრულდა სტრიპტიზ-ბარებში და კაზინოებში ბიუჯეტის ფულით სიარული – თამაზაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლექსო თამაზაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ ქართველმა ხალხმა თავისუფლება მოიპოვა და ამით ქვეყანაში არსებული განუკითხაობა დაასრულა. “2 წელი გავიდა, რაც ქართველმა ხალხმა თავისუფლება მოიპოვა! 2 წლის წინ დასრულდა განუკითხაობა, ბიზნესის ტერორი, თავისუფალი სიტყვის დევნა, მოქალაქეების ჩაცხრილვა ქუჩებში, წამება ციხეებში, ხალხის ჩურჩულით საუბარი სახლებში, ფასადური დემოკრატია, ბიუჯეტის ფლანგვა პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად, მთავარსარდლის ხოხიალი მიწაზე, ღამის ნოტარიუსები, “ბიზნესმენი” პროკურორები, სტრიპტიზ-ბარებში და კაზინოებში ბიუჯეტის ფულით სიარული, მშვიდობიანი მომიტინგეების სასიკვდილოდ გამეტება, პატრიარქის შევიწროვების მცდელობები, დადგმული ტერორისტული აქტები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ! მოქალაქეების გაქრობა, 1 ლარად გაჩუქებული შენობები მშობლებისთვის, ეგრეთ წოდებული “ობშიაკი” კეზერაშვილის და ადეიშვილის, უკანონოდ მოპოვებული ათასობით ვიდეო და აუდიომასალა, ბევრი რამ გამომრჩა, თქვენ დაამატეთ. 2 წლის წინ საქართველომ უარი თქვა ამ ყველაფერზე, ქართველი ხალხი ამას აღარ დაუშვებს“, – წერს ლექსო თამაზაშვილი.