დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბურსის რეგიონს ეწვია
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბურსაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქალაქ ბურსაში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი ქალაქ ინეგოლში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა გაიმართა ინეგოლის მერთან, ალინურ აღთაშთან. ამის შემდეგ გელა დუმბაძემ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, აჰმეთ ოზქანის (მელაშვილი) და ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძე) საფლავები მოინახულა და გვირგვინით შეამკო. სახელმწიფო მინისტრი ქალაქ ინეგოლში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთში ქართული დიასპორისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.