ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: პანორამა თბილისი ძალიან აგრესიული პროექტია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პანორამა თბილისის და პუშკინის სკვერში დაგეგმილი ცვლილებების პროექტებს შორის პარალელი გაავლო და მათ მსგავსებაზე ისაუბრა. ვაჩეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ორ პროექტს ერთი კონტექსტი აქვთ. მისი თქმით, მათი მიზანია, რომ სიძველე დააკნინონ და მეტი გრადუსით რაღაც ეფექტური მიიღონ.
„ პანორამა თბილისი ძალიან აგრესიული პროექტია, კონტექსტი მას და პუშკინის ქუჩის პროექტს ერთი აქვთ, რომ სიძველე დააკნინონ და მეტი გრადუსით მიიღონ რაღაც ეფექტური, რაც ისტორიული ქალაქისთვის არ არის ხოლმე თავსებადი. ამიტომ ეს გეზის ერთნაირობა, ტერიტორიული სიახლოვე და სხვა მსგავსებები წარმოაჩენს მათ ისე, თითქოს ეს ორივე ერთი დიდი პროექტის სხვადასხვა ნაწილია. შეიძლება ამას ორი სხვადასხვა ჯგუფი აკეთებს, შეიძლება ერთმანეთს არც ელაპარაკებიან, მაგრამ ეს ასეა“,- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ორ პრეოექტს საერთო არაფერი აქვს: „პუშკინის ქუჩის გაგანიერების პროექტი პანორამა თბილისთან არანაირ კავშირში არ არის. აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ პროექტს ერთმანეთთან არ აქვს. რაც შეეხება საკუთრივ „პანორამა თბილისს“, პროექტზე მუშაობა მიდის, მაგრამ, საბოლოო ვარიანტი არ არსებობს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები