“გასული 25 წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სექტორს არაერთი გამოწვევა ჰქონდა; ყოველივე ამის მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა და დიდ წარმატებებს მიაღწია” – თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველოს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, „პროკრედიტ ბანკი“ სტაბილური და სანდო ფინანსური ინსტიტუტია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში.

“გასული 25 წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სექტორს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა და დიდ წარმატებებს მიაღწია, რასაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

პროკრედიტ ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ისე მაღალი სტანდარტების საბანკო სერვისების დამკვიდრებაში. პროკრედიტ ბანკის მსგავსად, გასული 25 წელი ძალიან წარმატებული იყო მთლიანად ქართული საბანკო სექტორისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები