ხატია წილოსანი გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეფასების ჯგუფის ექსპერტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის შემფასებელი ჯგუფის ექსპერტს, მიხეილ პაკაცოშვილს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი და სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული ინდიკატორების შესრულებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მიმართულებებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე.

„შეხვედრაზე ორი მიმართულებით გაკეთდა აქცენტი. პირველი – გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობების მიმართ პარლამენტის მიერ განხორციელებული ზედამხედველობის თაობაზე. მეორე – გარემოს დაცვის ნაწილში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასების და ასევე პარლამენტის როლზე ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინდიკატორების შესრულების კუთხით.

შეხვედრისას სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო პარტნიორი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის გადმოტანას ეროვნულ კანონმდებლობაში. ასევე მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის, როგორც ზედამხედველობის განმახორციელებელი ინსტიტუტის როლი”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები