“ტალახაძე და პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან, მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს” – ირაკლი კობახიძე

“ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან, მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “შაბათის კურიერში”.

“როცა გამოდიხარ და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მქონეს, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეურაცხყოფას აყენებ მათი პოლიტიკური არჩევანის გამო, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ არ შეგტკივა გული არც სპორტზე და არც ქვეყანაზე. ჩემთვის ეს დამოკიდებულება არის მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარი,” – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები