სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის საერთაშორისო-სამხედრო თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის საერთაშორისო-სამხედრო თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი, პირველი რანგის კაპიტანი ფროდე როტე დელეგაციასთან ერთად  ეწვია.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

“ბაზაზე ვიზიტისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ სტუმრებს გააცნო სანაპირო დაცვის ოპერაციული და ამოცანების მხარდაჭერის შესაძლებლობები. სტუმრებმა მოინახულეს ოპერაციების მართვის სამსახური, სანაპირო დაცვის ერთ-ერთი სადარაჯო ხომალდი “დიოსკურია” და დაათვალიერეს არსებული საინჟინრო-სარემონტო  ინფრასტრუქტურა. დასავლეთ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ნატოს წარმომადგენლები, ასევე, ეწვივნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს, სადაც გაეცნენ ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები