“მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკოს და ზამთრის წინ მის მფლობელობაში არსებული გაზის ქსელის, დანადგარების შემოწმება მოითხოვოს” – „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე

“მინდა, ყველას მოვუწოდო, დარეკოს ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე: 240 – 40 -04 , რომელიც კვირაში 7 დღეს, 24 საათს მუშაობს და ზამთრის წინ მის მფლობელობაში არსებული გაზის ქსელის , დანადგარების შემოწმება მოითხოვოს” – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზარის შესვლიდან მაქსიმუმ 48 საათში კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები ადგილზე მივლენ და მთლიანად ქსელს, დანადგარებს შეამოწმებენ.

“რაც შეეხება ჩვენს პიარკამპანიას, ჩვენგან პირველი მესიჯი ესაა: მინდა, ჩვენს მაყურებლებს, აბონენტებს ვუთხრა, რომ ზამთრის სეზონი იწყება, ფანჯრები იხურება, ფართები აღარ ნიავდება, რაც შემდგომში ინტოქსიკაციას , უბედურ შემთხვევებს იწვევს. მინდა, ყველას მოვუწოდო, დარეკოს ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე: 240 – 40 -04 , რომელიც კვირაში 7 დღეს, 24 საათს მუშაობს, ზამთრის წინ მის მფლობელობაში არსებული გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმება მოითხოვოს. ჩვენი კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ზარის შემოსვლიდან მაქსიმუმ 48 საათში კვალიფიციური თანამშრომლები ადგილზე მივლენ ,მთლიანად ქსელს, დანადგარს შეამოწმებენ, თუ რაიმე ტექნიკური ნორმების დარღვევას აღმოაჩენენ, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული სტანდარტის და კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებენ, ჩვენს აბონენტს მითითებას მისცემენ, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ეს კარგია იმისთვის, რომ ზამთარს ჩვენი ყველა აბონენტი წყნარად, მომზადებულად შეხვდეს. აღნიშნული მომსახურება სრულიად უფასოა. უფასოდ მოვემსახურებით თითოეულ აბონენტს, ვინც დარეკავს. პირველ რიგში, ეს ეხებათ აბონენტებს და მოქალაქეებს, რომლებიც ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობენ. პირველ რიგში, ამ აბონენტებს მოვუწოდებ: თუ ბინა გაქვთ დაქირავებული, ან აპირებთ დაქირავებას , დაუყოვნებლივ მოგვმართოთ, შეამოწმეთ იქ, შიგნით გაზის კუთხით რა მდგომარეობაა. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი. რატომ? განვლილი წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების 90-95 % ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინებში იყო, 5-10 % კი ბინებში, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში გააჩნდათ. ამაზე სერიოზული აქცენტი ამიტომ გავაკეთე. ნაქირავებ ბინაში სიტუაცია მოწესრიგებულად არ გვხვდება ხოლმე, არის კუსტარულად, ნორმების დარღვევებით გაყვანილი გაზის ქსელი, დამონტაჟებული დანადგარები. ჩვენ წელიწადში ერთხელ, 1-ელი მარტიდან 1-ელ მარტამდე ყველა მობინადრის ბინას ვამოწმებთ, ვალდებულება გვაქვს, ჩვენი ყველა აბონენტი შემოვიაროთ. ეს არის 12 თვეში ერთხელ, მაგრამ რიგგარეშეც შეგიძლიათ, დარეკოთ, შეგვამოწმებინოთ.
ამავე დროს თუ გაზის სუნს იგრძნობთ ქუჩაში, სადარბაზოში, სახლში 24/7-ზე 114 აკრიფეთ. ეს ჩვენი საავარიო სამსახურის ნომერია. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი თანამშრომლები მაქსიმუმ ნახევარ საათში ადგილზე მოვლენ და შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ”- განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევები რადიკალურადაა შემცირებული .

“პიარკამპანია მრავალი წელია მიმდინარეობს. ცივი სეზონის დაწყების წინ, დაახლოებით სექტემბრიდან ჩვენი კომპანია პიარკამპანიას ააქტიურებს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი თანამშრომლების მუშაობამ დიდი შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, მასმედიასთან , ჩვენს აბონენტებთან ერთად. წინა წლებში გარდაცვალების , CO- თი ინტოქსიკაციის ფაქტები ფიქსირდებოდა, შემოწმების შედეგად უამრავი ე.წ. ღია წვის კამერიანი დანადგარი გვხვდებოდა , როგორიცაა წყალგამაცხელებელი , გამათბობელი. ჩვენმა მუშაობამ, პიარკამპანიამ (თავად მოქალაქეებიც აგვყვნენ, გვერდში დაგვიდგნენ) ის შედეგი გამოიღო, რომ უბედური შემთხვევები რადიკალურადაა შემცირებული , თუ წინა წლებში (2017, 2018, 2019 წლებში) ერთ კალენდარულ წელიწადში 20-25 ადამიანის გარდაცვალება ხდებოდა, არასრულ 2024 წელში , ასევე 2023-შიც ეს მცირდება და მცირდება. წელს CO- თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ეს გარდაცვალება კომერციულ ფართშია მომხდარი , ე.წ. ქართულ თონეში, სადაც მისვლის დროს თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული თონის დანადგარი დაგვხვდა, რაც თონეს აცხელებს.
ბოლო პერიოდში უყურადღებობის შედეგად ღიად დატოვებული გაზქურის ონკანები გვხვდება. ბოლო 1 თვეში ასეთი 5 შემთხვევა იყო. ჩვენს საავარიოს 5 შემთხვევა დახვდა , როდესაც მობინადრე წასული იყო ( 3 შემთხვევაში ქალაქიდან იყო გასული , 2 შემთხვევაში სახლიდან იყო გასული) და გაზქურის ონკანი ღიად ჰქონდა დატოვებული , იქიდან გაზი გამოდიოდა. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და გამოგვიძახეს, შეიძლება, დიდი უბედურება დატრიალებულიყო, აფეთქება მომხდარიყო”, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები