ნათია თურნავამ ყაზახეთის ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ყაზახეთის ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

თურნავამ შეხვედრის მონაწილეებთან იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გადადგა ფასების სტაბილურობისა და ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

„სანამ ინფლაცია გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველომ პოლიტიკის დროული კორექტირებისა და ჯანსაღი მონეტარული ჩარჩოს მეშვეობით მდგრადობა აჩვენა. ისეთი მცირე და ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი გამოსავალი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ეს შედეგი საქართველოს ეროვნული ბანკის კარგად დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკის რეაგირების დამსახურებაა. ცენტრალური ბანკის ვალდებულებამ შეენარჩუნებინა მკაცრი მონეტარული პოზიცია, ინფლაციური მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – განაცხადა თურნავამ.

მან თავის გამოსვლაში რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისთვის ეს ნიშნავს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები