“საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა” – ქადაგიშვილი

“საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ – ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ამისგან [ლგბტ პროპაგანდისგან] იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები