ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

„კონკრეტულად ბატონი გახარიას და ხაზარაძის შემთხვევა კიდევ აბსოლუტურად სხვა ნიშნულის შეურაცხყოფა არის და რა თქმა უნდა, ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი იღებენ დავალებებს მათ გარე უფროსებისგან, შესაბამისად, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, იძულებულები არიან, ეს დავალება შეასრულონ“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები