ზურაბიშვილი – ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე: მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ
”მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას დაგეგმილ, პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.
“პირიქით, ძალიან კარგი იქნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. ზურაბიშვილი მათ პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა.