შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ვერცერთ ომს ვერ ავიცილებდით, რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის გვქონდა – ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს, ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ

“ამქვეყნად, ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ,,ქართული ოცნება’’ ერთადერთი ხელისუფლება აღმოჩნდა, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკანდახევის გარეშე.

,,სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების  მსახურებას, ერთადერთი ხელისუფლება აღმოვჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკანდახევის გარეშე. ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ომები გარდაუვალია და ხელისუფლებების ამოცანა მხოლოდ ამ ომებისთვის მზადებაა. რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ვერცერთ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ვერ ავიცილებდით. რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის გვქონდა. ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ, ’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები