ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: მათ იციან თავიანთი რეიტინგი და იციან, რომ “ქართული ოცნება” ძალიან დიდი ანგარიშით უგებს

მმართველი გუნდის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ “ქართული ოცნება” მათ ძალიან დიდი ანგარიშით უგებს.

“რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მთლიანად აგებულია იმაზე, რომ მეტი რადიკალიზმი შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან მაქსიმალურად დაძაბონ საარჩევნო პროცესი. მათ იციან თავიანთი რეიტინგი და იციან, რომ “ქართული ოცნება” ძალიან დიდი ანგარიშით უგებს, ისიც იციან, რომ ნული შანსი აქვთ, შესაბამისად, ერთადერთი თემა რჩება რომ მოსახლეობას თავს მოახვიონ ტყუილები თითქოს არჩევნები უნდა გაყალბდეს. მერამდენე სერიას ვნახულობთ, მერე უნდა გამოვიდნენ ქუჩაში 26 ოქტომბერს, რისთვისაც ემზადებიან უკვე. ნულოვანი შანსი აქვთ გამარჯვების და შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები