რატი იონათამიშვილი: ყველაზე მძიმე ხვედრი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ის, რომ იყოს დამსმენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.

მისი თქმით, მძიმე ხვედრია, როცა ადამიანი ქვეყნის დამსმენია.

“ყველაზე მძიმე ხვედრი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ის, რომ იყოს დამსმენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავს ადამიანებზე როცა ვამბობთ, რომ არიან უსამშობლოები, სწორედ აქ ვლინდება მათი უსამშობლო ბუნება. მეორე მხრივ, ასეთი დასკვნები არის ფარსი. შესაბამისად, ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც დემოგრაფიულ განვითარებაზე და ვერც პროგრესზე, ამის როგორი საპირისპირო სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ მავანთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები